გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს შეხვედრები საქართველოში დაიწყო. ის უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ანტიკორიფციული ბიუროს ხელმძღვანელსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. შეხვედრები დაგეგმილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის წარმომადგნლებთანაც. მხარეებს შორის მთავარი განსახილველი საკითხი კორუფციასთან ბრძოლა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევებია.