საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, კომპანია ქოჩ ჰოლდინგის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ახალი პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. იმსჯელეს ქვეყანაში მიმდინარე დადებით ეკონომიკურ ტენდენციებზეც. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.