გივი მიქანაძე - ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესში ინკლუზიურობის კომპონენტი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება - დაცული იქნება ღია კარის პრინციპი - Palitra News

გივი მიქანაძე - ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესში ინკლუზიურობის კომპონენტი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება - დაცული იქნება ღია კარის პრინციპი

2024-01-17 12:34:48+04:00

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს შეხვედრები საქართველოში დაიწყო. ის პირველ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს. შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს და თქვეს, რომ მთავარი განსახილველი საკითხი კორუფციასთან ბრძოლა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები იქნება. მხარეები განიხილავენ ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობასაც.