გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს შეხვედრები საქართველოში დაიწყო. ის პირველ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს. შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს და თქვეს, რომ მთავარი განსახილველი საკითხი კორუფციასთან ბრძოლა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები იქნება. მხარეები განიხილავენ ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობასაც.