თეთრი სახლის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ „ჰუსიტებთან“ ომს არ გეგმავს. მისი თქმით, „ჰუსიტებს“არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ და წითელ ზღვაში თავდასხმების შეწყვეტა შეუძლიათ. „ჰუსიტების“ თქმით, ისინი პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად მოქმედებენ და გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ. შეგახსენებთ, აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სარაკეტო ობიექტებზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა. მედია აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტები იმ ადგილების დასაბომბად ისროლეს, სადაც გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები იყო განთავსებული, რომლებსაც „ჰუსიტები“ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში კომერციულ გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ.