ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა ე.წ. “სამშვიდობო დიალოგის” დამბლოკველ მოთხოვნებს მოიცავს. რუსეთის პრეზიდენტმა, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა და ამ ეტაპზე საბრძოლო ფრონტზე ინიციატივა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. კრემლის ლიდერის თქმით, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.