დასრულდება თუ არა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2 კვირაში - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა რაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან "მილენიუმ ბილდერს გრუპთან" და "ერ ტე დესთან" ხელშეკრულებები ცალმხრივად გაწყვიტა. ოპოზიციაში მერიის მხრიდან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ და ამბობენ რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლომდე ვერ დასრულდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თბილისის მერია საკუთარ შეცდომაზე პასუხისმგებლობას სრულად ამ კომპანიებს აკისრებს, მაშინ როდესაც 8 თვის განმავლობაში არაჯეროვნად შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არაფერი უთქვამს.