ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოში შეხვედრებს გამართავს. რიჩარდ ნეფიუ ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებს განიხილავს. ოპოზიცია აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ყურადღებას გაზრდილ კორუფციაზე ამახვილებს. ამბობენ რომ ამერიკელი კოორდინატროს ჩამოსვლა დასტურია იმისა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მიმდინარე საკითხებზე ინფორმირებულები არიან.