ვინ რა კონფიგურაციით წარდგება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და რაში ხედავს ოპოზიცია ქართული ოცნების დამარცხების გზას. თითქმის ყველა ოპოზიციური ძალა საკუთარი პარტიის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ამბობენ რომ მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. მეტიც, პარტია ლელოსთვის მთავარი მიზანი არა ბარიერის გადალახვა, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობის მიღებაა. სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის კი ბარიერის გადალახვის მთავარი წინაპირობა ამომრჩეველთან გულწრფელი საუბარია.