დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი სახლი თბილისში - ფორაქიშვილების დარბაზი, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება, თბილისის, როგორც ისტორიული ქალაქის განუყოფელი ნაწილია და უნიკალურია ეპოქისათვის შესაფერისი მახასიათებლებითა თუ სტილით. დარბაზი დღეს სახლ-მუზეუმის სახით ფუნქციონირებს. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ფორაქიშვილების დარბაზი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს იმსახურებს. ამ თემაზე ხატია სამხარაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გაეცნობით.