დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი სახლი თბილისში - Palitra News

დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი სახლი თბილისში

2024-01-16 19:29:44+04:00

დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი სახლი თბილისში - ფორაქიშვილების დარბაზი, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება, თბილისის, როგორც ისტორიული ქალაქის განუყოფელი ნაწილია და უნიკალურია ეპოქისათვის შესაფერისი მახასიათებლებითა თუ სტილით. დარბაზი დღეს სახლ-მუზეუმის სახით ფუნქციონირებს. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ფორაქიშვილების დარბაზი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს იმსახურებს. ამ თემაზე ხატია სამხარაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გაეცნობით.