პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის ბოლო დროს ეკლესიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე საუბრობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ რომ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას, მათ შორის ქართული ეკლესიის გულშემატკივრებს უნდა უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში. მათივე თქმით, პარლამენტის თავჯდომარემ ისრების სხვაგან გადატანას თავი უნდა დაანებოს. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ისინი შალვა პაპუაშვილის მოსაზრებას იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ გაკეთებული განცხადებები, ასევე შობის აღნიშვნის შესახებ ოპოზიციის მიერ დაწყებული კამპანია მიუღებელი და დასაგმობი ბრალდებაა, რომლის მიზანიც საზოგადოების ორად გახლეჩვაა.