თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან ხელშეკრულებები გაწყვიტა. მერიის თქმით, კონტრაქტორებმა დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულეს, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. ოპოზიციაში მერიის მხრიდან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ და ამბობენ რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლომდე ვერ დასრულდება. რატომ გაწყვიტა მერიამ კონტრაქტი კომპანიებთან ცარო კირვალიძისგან გავიგებთ.