დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს წევრების უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ, ეს ქველმოქმედება არაა, ეს ჩვენს უსაფრთხოებაში ინვესტიციაა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საპანელო დისკუსიის დროს განაცხადა.
“ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ მათ [უკრაინელებს], და ასევე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს ფარგლებში მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერის გაწევას, ვინაიდან, უკრაინის მხარდაჭერა - ეს ქველმოქმედება არაა. უკრაინის მხარდაჭერა - ეს ინვესტიციებია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში, ამიტომ მოკავშირეებმა უპრეცედენტო დახმარება მიაწოდეს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო ახლა იარაღის წარმოებას ზრდის, და ხაზი გაუსვა საზენიტო-სარაკეტო Patriot -ის კომპლექსებისთვის დაახლოებით 1 000 რაკეტის შეძენის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.
“რაც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აქტიურდებიან მოკავშირეები, რათა საკუთარი მარაგები შეავსონ, და, ასევე, მომავალში უკრაინისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა ჰქონდეთ”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.