ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. გასული 24 საათის განმავლობაში ღაზიდან ისრაელის ქალაქ ნეთივოთის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნეთივოთის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი მასშტაბის სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ.