პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებას, სადაც ის ამტკიცებს, რომ შესაძლოა გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას, ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში აფასებენ. “ქართული ოცნების” ოპონენტების განცხადებით, შეშინებული ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ თუკი გიორგი გახარიას არაფერი დაუშავებია, მისი პარ ტიის წარმომადგენლები ასეთ წინასწარ პროგნოზებს არ უნდა აკეთებდნენ.