გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს. რიჩარდ ნეფიუ ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებს განიხილავს. საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის ვიზიტს უკვე მოჰყვა შეფასებები დეპუტატების მხრიდან. რა განცხადებები კეთდება საკითხის ირგვლივ.