თბილისის მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე 2 კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. საქმე ეხება კომპანიებს - „მილენიუმ ბილდერს გრუპს“, რომელსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ორი ლოტი ჰქონდა მოგებული, ჯამში 21 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების და კომპანია "ერ ტე დეს", რომელსაც 9 მლნ ლარის ღირებულების სამუშაო უნდა განეხორციელებინა. მერიის განცხადებით, არსებულმა კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. აქამდე გაცხადებული გეგმით რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. რაც შეეხება თავად კომპანიებს, რეესტრის მიხედვით, შპს მილენიუმ ბილდერს გრუპი 2014 წელს დაფუძნდა, ამ დროისთვის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ბუტიკაშვილია. ხოლო მეორე კომპანია, შპს ერ ტე დე კი 2013 წელს დარეგისტრირდა, მისი მფლობელი და დირექტორი კი ლუხუმ ქართლოსიშვილია. აქვე თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და მოძრაობაც ორმხრივად აღდგება.