წლის ბოლოს საქართველოში საარსებო მინიმუმი 249 ლარით და 70 თეთრით განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ . წლიურად კი მაჩვენებელი 3.8 ლარით არის შემცირებული, კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი 253 ლარსა 50 თეთრს შეადგენდა. ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა კი კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათაა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.