საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. „გალთ ენდ თაგარტის“ შეფასებით, 2023 წელს ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალამ 4.2 მლრდ დოლარი შეადგინა. საბროკერო კომპანიის შეფასებით, მხოლოდ წლის ბოლო თვის განმავლობაში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 330 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით 21%-ით მეტია. ჯამურად კი გასული წლის შემოსავალი 19%-ზე მეტით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. კომპანიის პროგნოზით, მიმდინარე წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც 7%-იანი მატება ინქება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამაში გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის სრულად აღდგენა, პანდემიამდელ დონესთან შედარებით.