აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიოვას შტატში, რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში, ე.წ. კოკუსში ლიდერობს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. აიოვას შტატში ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ტრამპი ხმათა 51%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი ხმათა 21.2%-ით, ხოლო სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი მესამე ადგილზეა ხმათა 19,1%-ით. მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, ე.წ. კოკუსი კანდიდატების პირველ ოფიციალურ რეიტინგად მიიჩნევა და საპრეზიდენტო რბოლაში მათი მონაწილეობის შანსს აჩვენებს.