უცხო ქვეყნის მოქალაქების მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების უმეტესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით. აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ლელო“ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც საბა ბუაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების კიდევ ერთი მცდელობა. როგორც ირკვევა, 2022 წლის პირველი მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის სარეგისტრაციო ზონაში 5148 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, მათ შორის, რუსეთის 2002 მოქალაქის იყო. რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან მიმდინარე პერიოდს, თბილისის სარეგისტრაციო ზონაში 5 192 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, მათ შორის, 2 014 რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის.