პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას „ჯორჯიან მანგანეზში“ შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს - Palitra News

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას „ჯორჯიან მანგანეზში“ შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

2024-01-16 12:30:07+04:00

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკრატურას მიმართავს, რათა „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. როგორც პარტიაში ამბობენ, არსებობს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიაში შესაძლოა, კორუფცია იყოს. პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ დაოშვილმა აღნიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად, მიზანმიმართულად არ ეკიდება.