პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკრატურას მიმართავს, რათა „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. როგორც პარტიაში ამბობენ, არსებობს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიაში შესაძლოა, კორუფცია იყოს. პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ დაოშვილმა აღნიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად, მიზანმიმართულად არ ეკიდება.