სპორტულ არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება შედგა. ცერემონია სპორტული მედიაკავშირის, JAKO-ს საიბილეო საღამოს გაიმართა. არაოლიმპიურ საზეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა დაასახელეს. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.