საბერძნეთში 41 წლის ქართველი, ორსული ქალი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს მოხდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქალს სასიკვდილო ჭრილობები 39 წლის პარტნიორმა და მისმა 34 წლის მეგობარმა, ცივი იარაღით მიაყენეს. ბერძნული მედიის ცნობით, მოკლული ქალის ცხედარი, პოლიციამ, 8 იანვარს, ტყეში, მანქანის საბარგულში აღმოაჩინა. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებულები 13 იანვარს დააკავა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.