საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის გაერთიანდების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. სავარაუდო კავშირები უკვე გამოკვეთილია, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარს ოპოზიცია თავს არიდებს. პარტიებს ნაწილი კოლეგებთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს, თუმცა ცალკეულ პარტიებთან გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავს. ასეთია პარტია „ლელო“, რომელიც „პალიტრასნიუსთან“ აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში რაიმე ტიპის პოლიტიკური ერთობის შესახებ მსჯელობასაც კი არ გეგმავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი საკუთარი პარტიების გაძლიერებისთვის მუშაობას აგრძელებენ, რათა საპარლამენტო არჩევნებში როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხონ.