ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო და განაცხადა, რომ მათ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე „ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტულ თავშეყრები“ იყო. ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.
ერაყული მედია იუწყება, რომ ერაყის მთავრობა დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომელიც "ირანის მიერ ერაყის ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხს შეეხება“.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოალიციურმა ძალებმა ერაყში, ერბილის აეროპორტთან სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.