ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას, გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები დაემატა - Palitra News

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას, გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები დაემატა

2024-01-15 19:23:13+04:00

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას, გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები დაემატა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა. კერძოდ, 15 იანვრიდან, შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ.