„ევროოპტიმისტებმა“ ექვსთვიანი საპარლამენტო საქმიანობის თაობაზე ანგარიში წარადგინეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, ექვსი თვის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფის წევრები იყენებდნენ როგორც საკანონმდებლო, ისე მაკონტროლებელ უფლებამოსილებებს. გოცირიძის ინფორმაციით, მათ მიერ პარლამენტში 22 საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, სადაც სამი იყო რეზოლუციის პროექტი და ორი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ეხებოდა.