გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ დებატებს საეთერო დრო დაუთმონ. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რამდენიმე ტელევიზიას მკაცრად აკონტროლებენ, რაც, მისივე შეფასებით, არ არის სამართლიანი. ამ განცხადებას მმართველი პარტია პასუხობს - „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ გიორგი გახარია პოლიტიკურად ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ მზად არ არის. აღნიშნულ საკითხს სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოეხმაურნენ, თემის დეტალებით ამას სალომე ჯაფარიძე გვიერთდება.