როგორ ასრულებს მმართველი გუნდი 9 დათქმიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით - ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ნაციონალურ მოძრაობასა და მესამე სექტორს შორის შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა სწორედ დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესრულებას ეხებოდა, რომელსაც სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. თავისმხრივ მმართველი გუნდში კი ილუზიას უწოდებენ ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრას. რაზე შეთანხმდნენ მხარეები შეხვედრაზე, რა პოზიცია აქვს მესამე სექტორს და რას აცხადებენ დეპუტატები მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.