უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.
„უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული A-50 შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის საჰაერო კონტროლის ცენტრი - Ил-22 გაანადგურეს“, - აცხადებს ზალუჟნი.
მან უკრაინის საჰაერო ძალებს შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და Ил-22 ტიპის თვითმფრინავი დააზიანეს.