ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა რუსეთის ორი თვითმფრინავი გაანადგურეს - Palitra News

ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა რუსეთის ორი თვითმფრინავი გაანადგურეს

2024-01-15 16:58:53+04:00

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.

„უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული A-50 შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის საჰაერო კონტროლის ცენტრი - Ил-22 გაანადგურეს“, - აცხადებს ზალუჟნი.

მან უკრაინის საჰაერო ძალებს შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და Ил-22 ტიპის თვითმფრინავი დააზიანეს.