მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება. 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ.ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის ; პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.