რიო დე ჟანეიროში უხვი ნალექისა და წყალდიდობის გამო, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა. ადამიანთა ნაწილი მეწყერს შეეწირა, ნაწილი კი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ერთი ქალი, რომლის ავტომობილიც მდინარემ წაიღო, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მედიის ცნობით, რიოს ქუჩების ნაწილი ამ დრომდე დატბორილია. ზოგიერთ რაიონში წყალი სახლების სახურავებამდეც კი აღწევდა. ბრაზილიის ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის გამო მეწყრის ჩამოწოლის საფრთხე კიდევ რვა ქალაქში არსებობს. ქვეყნის მთავრობამ რიო დე ჟანეიროს დახმარება ფედერალური ბიუჯეტიდან შესთავაზა.