ასევე კლების ტენდენცია გვაქვს ფულად გზავნილებთან მიმართებითაც. ამის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. კერძოდ, დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 42.4%-ით ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილების კლება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან ფულადი შემოდინებების 78%-იან ვარდნას უკავშირდება. თანხობრივად დეკემბერში რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირება 250 მილიონი დოლარია. სანაცვლოდ, გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, საიდანაც ფულადი შემოდინებები ძირითადად უცხოეთში დასაქმებული ქართველი მიგრანტების გადმორიცხვებს წარმოადგენს.