ქვეყანაში საარსებო მინიმუმის შესახებ განსაკუთრებით დიდი ინტერესი არის ხოლმე მოსახლეობის მხრიდან. დეკემბრის მონაცემებიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, თუმცა, აქ არც თუ დადებითი შედეგი გვაქვს. კერძოდ, 2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.6 ლარით შემცირდა. გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 249.7 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 252.3 ლარს შეადგენდა. წლიურად კი მაჩვენებელი 3.8 ლარით არის შემცირებული. რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის გასული წლის დეკემბერში 221.1 ლარით განისაზღვრა. აქაც შემცირება ფიქსირდება ნოემბერთან შედარებით.