2023 წლის შემაჯამებელი ბოლო ეთერები მაინც არ იყო ბოლომდე სრულყოფილი ინფორმაციული თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ სასქტატის მონაცემები დამუშავების ეტაპზე იყო. დღეს კი უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს, თითქმის 13%-იანი ზრდით ხასიათდებოდა. საქსტატმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ეს მოანცემები, საიდანაც ირკვევა, რომ საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად კი, ვაჭრობაში ექსპორტი 6 მილიარდ 090 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 9.1%-იან ზრდას ნიშნავს, იმპორტი კი 14%-ით 15 მილიარდ 438 მილიონი დოლარამდე გაიზარდა.