ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მის ერთ-ერთ მსხვილ კონტრაქტორ კომპანიასთან - სინოჰიდროსთან გაფორმებული კონტრაქტის მოშლას გეგმავს - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი. გადაცემა ,,მონეტიზაცია“ არკვევს, კონკრერულად რომელ საგზაო მონაკვეთს უკავშირდება აღნიშნული შეწყვეტა და ასევე რაც მთავარია, რამ განაპირობა სამინსიტროს მიერ აღნიშნულ კომპანიასთან კონტრაქტის მოშლის გადაწყვეტილება, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანია ,,სინოჰიდროს“ საკმაოდ მნიშვმელოვანი ინფრასტრუქტურული პრორწტები აქვს საქართველოში განხორციელებული. ერთ-ერთი მაგალითად რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია. როგორც კი ჩვენთვის ცბობილი გახდება აღნიშნულ კომპანიასთან კონტრაქტის მოშლის მიზეზი, ჩვენ ისწვ დავუბრუნდებით ამ საკითხს.