რუსული ძალების თვდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინაზე 7 სარაკეტო და 60 საჰაერო იერიში მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი 64-ჯერ გაისროლეს, რის გამოც დაღუპული და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. ფრონტის ხაზზე ჯამში 94 საბრძოლო შეტაკება მოხდა. გენშტაბის განცხადებით, უკრაინული თავდაცვა მტრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს. ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კიევმა კურსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული ტაქტიკური სარაკეტო სისტემის სამი რაკეტა გაანადგურა.