ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე ისრაელის მხარდასაჭერ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ 7-დ ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმიდან ზუსტად 100 დღე გავიდა. აქციაზე შეკრებილებს დისტანციურად ისრაელის პრეზიდენტმაც მიმართა. ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მძევლების გათავისუფლებისათვის ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე უსაფრთხოება გამკაცრებული იყო.