დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. გასული წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტი დღევანდელ სხდომაზე სიტყვის წარმოთქმის უფლებით ისარგებლებს. ამავდროულად კი, სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან. 2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29-ა მარტს დააკავეს. შსს-ო ამტკიცებს, რომ გრიგორიადისმა მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციების დროს დაზარალებულმა პოლიციელებმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.