პარტია „ლელოს“ ოფისში პოლიტსაბჭოს პირველ სხდომა გაიმართა, რომელზეც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე, თავმჯდომარის მოადგილედ ანა ნაცვლიშვილი, ხოლო პარტიის გენერალურ მდივნად ირაკლი კუპრაძე აირჩიეს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე წინასაარჩევნო სამოქმედო გეგმასა და მათი პლატფორმის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. კითხვაზე, განიხილავენ თუ არა „ლელოს“ წევრები სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის საკითხს, პარტიაში პასუხობენ, რომ ამ თემაზე არ ისაუბრებენ.