CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენიდან, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს. რაკეტა, რომელიც ამერიკულმა მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო, წითელ ზღვაში მოძრავი ხომალდის მიმართულებით გაისროლეს. გასულ კვირას აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს. მათი განმარტებით, ერთობლივი შეტევის მიზეზი იმ თავდასხმებზე პასუხის გაცემა იყო, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.