მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები საქართველოში წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ჩამოვლენ. სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას აღნიშნული საკითხის გარშემო ხელოვნური დაძაბულობის შექმნა სურს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მმართველომა პარტიამ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოსაწვევად მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნმო პერიოდში ხმებით მანიპულირებისთვის სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.