საქართველოს სახელწმიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების საასხლის ეზოში საქართველოს დროშა საზეიმო ვითარებაში აღიმართა, ასევე ქვეყნის ეროვნული ჰიმნიც შესრულდა. ეროვნული დროშის დღე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა. სალომე ზურაბიოშვილმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმის იმედი გამოთქვა, რომ მალე 5-ჯვრიანი დროშა ევროკავშირის წევრის ქვეყნების გვერდით ბრიუსელშიც აღიმართება. საზეიმო ღონისძიებას ახალგაზრდები დაესწრნენ. სალომე ზურაბიშვილმა მათ ქვეყნის მიერ არჩეული კურსის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.