საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. საქართველოს პრემიერის თქმით, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. მთავრობის მეთაური განსაკუთრებულ მადლობას ქართველ ჯარისკაცებს უხდის, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობასა და ერთიანობას იცავენ. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა საგარეო საქმეთა სამინისტროში. აღნიშნული დროშა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში იქნა მიკვლეული და ოფიციალურად გადმოეცა ქართულ მხარეს.