შვედეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას ზრდის. შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციამ საბრძოლო მასალის მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა და მათი მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაა. შვედური მხარის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. სამუშაოები სკანდინავიური თავდაცვის თანამშრომლობის NORDEFCO ფარგლებში მიმდინარეობს და მას შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს.