"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და ქართული ოცნების სხვა დეპუტატებიც შედიან. შეხვედრები გაიმართება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან. ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. "ქართული ოცნების" დეპუტატების ვიზიტი ჩინეთში 20 იანვრამდე გაგრძელდება.